"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს მაისში დაასახელებს

კოალიცია "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს მაისში დაასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, თემის კომენტირებისას, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი დრო და დრო საინტერესო თემების შემოტანას და მედია სივრცეში დიდხანს გაჩერებას ახერხებს. აღნიშნული განცხადება დავით უსუფაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დაუსვეს კითხვა - იქნება თუ არა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება მაისში გამოცხადდება, რომელიც "სადაცაა დაიწყება". "კოალიცია საკუთარ კანდიდატს დაასახელებს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კანდიდატი, რომელსაც ექნება არა ნაკლები მხარდაჭერა, ვიდრე აქვს თავად კოალიცია "ქართულ ოცნებას", პრემიერ-მინისტრს და ახალ ხელისუფლებას", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.