უჩა ნანუაშვილი:  მაღალჩინოსნები, რომლებიც უკანონო მოსმენებს აწარმოებდნენ უნდა დაისაჯონ

უჩა ნანუაშვილი: მაღალჩინოსნები, რომლებიც უკანონო მოსმენებს აწარმოებდნენ უნდა დაისაჯონ

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაინტერესებულია, რომ ის თანამდებობის პირები დაისაჯონ, რომლებიც უკანონო მოსმენებს აწარმოებდნენ. 

როგორც უჩა ნანუაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჩანაწერები, რომლებიც დღესაც არსებობს, აუცილებლად უნდა განადგურდეს.

"დღესვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აღარ შექმნის სერიზულ რისკებს, რომ ეს მასალები იყოს გამოტანილი", – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მოსმენების თემასთან დაკავშირებით სასტუმრო "რედისონში" კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მედიის წარმომადგენლები.