დიმიტრი გაბუნია: ქონებრივი დავების საქმეები ინერტულად მიმდინარეობს

დიმიტრი გაბუნია: ქონებრივი დავების საქმეები ინერტულად მიმდინარეობს

ცნობილი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ქონებრივი დავების საქმეების გაჭიანურებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. გასულ თვეში ადვოკატი აცხადებდა, რომ ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის არცერთ საქმეზე რეალური წინსვლა არ ჩანს.

გაბუნია დღესაც ამბობს, რომ პროცესები ერთნაირად ინერტულად მიმდინარეობს ყოფილი ხელისუფლების დროს აღძრულ საქმეებზე და ახალი მთავრობის პირობებში პროკურატურაში შეტანილ განცხადებებზე. ადვოკატს მაგალითად კომპიუტერული კომპანია „მაქსტოპის“ დამფუძნებლის მინდია ქაშიბაძის საქმე მოჰყავს და აცხადებს, რომ ახალი გარემოებების გამოვლენის მიუხედავად პროკურატურა საქმით აქტიურად არ არის დაკავებული.