ეკონომიკის მინისტრი „ალბატროს ჯგუფის“ ყოფილ მფლობელთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

ეკონომიკის მინისტრი „ალბატროს ჯგუფის“ ყოფილ მფლობელთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

ეკონომიკის მინისტრი მზად არის „ალბატროს ჯგუფის“ ყოფილ მფლობელს უახლოეს დღეებში შეხვდეს. დავით ბეგიაშვილს ქონება ყოფილი ხელისუფლების პირობებში ჩამოერთვა და ბიზნესმენის აქტივები ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ წერილში „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი წერდა, რომ ქვეყანაში საკუთრების დაცვის, სამართლიანობის აღდგენის, ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების და სამუშაო ადგილების შექმნის საკითხები კვლავ ოცნებად დარჩა. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ იცნობს ბეგიაშვილის პრეტენზიებს და მზად არის, ყველა ამ საკითხზე ბიზნესმენთან შეხვედრაზე ისაუბროს.