"ირაკლი ღარიბაშვილი არასოდეს და ვერასოდეს ვერ იქნება ვანო მერაბიშვილი"

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ჟურნალისტების თუ საზოგადოების მხრიდან პროკურატურის თუ პოლიციის მისამართით გადაჭარბებული კრიტიკა გამოითქმის.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" სამოქალაქო საზოგადოების – "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" და მედიის წარმომადგენლების ინიციატივით, ჩატარებული კონფერენციის – "სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად" მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტების თუ საზოგადოების მხრიდან პროკურატურის თუ პოლიციის მისამართით გადაჭარბებული კრიტიკა გამოითქმის.

"მე მახსოვს, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადარებდნენ ვანო მერაბიშვილს, რაზეც მე ძალიან მტკიოდა გული. ჩვენ უნდა მოვახერხოთ სწორი აქცენტები გავაკეთოთ; არ გადავაჭარბოთ კრიტიკასაც. მასაც ზომიერება სჭირდება, რომ ხელისუფლებასაც გამოსწორების დრო დავუტოვოთ, ჩევნც ვსწავლობთ, გვყავს გულწრფელი მთავრობა. მე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ღარიბაშვილი არასოდეს და ვერასოდეს ვერ იქნება ვანო მერაბიშვილი", - განაცხადა პრემიერმა.