დადგება თუ არა დღის წესრიგში ნაფიც მსაჯულთა კანონზე ვეტოს დაძლევის საკითხი, ხუთშაბათს გახდება ცნობილი

დადგება თუ არა დღის წესრიგში ნაფიც მსაჯულთა კანონზე ვეტოს დაძლევის საკითხი, ხუთშაბათს გახდება ცნობილი

დადგება თუ არა დღის წესრიგში ნაფიც მსაჯულთა კანონზე ვეტოს დაძლევის საკითხი, ამაზე საქართველოს პარლამენტი ხუთშაბათს იმსჯელებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალაში შევა კანონის პრეზიდენტისეული ვარიანტი.

როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევის პრობლემა არ აქვს და კანონპროექტებზე ვეტოს გამოყენებით, მიხეილ სააკაშვილი პროცესს ხელოვნურად ახანგრძლივებს.

"პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ ვეტოს მოხსნის პრობლემა არ გაგვაჩნია, თუმცა ამ ორი თემიდან ერთ-ერთი უფრო მნიშვნელოვანია, რომელზეც ვეტოს დაძლევის საკითხსაც აუცილებლად დავაყენებთ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კი განხილვის საგანი იქნება", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შესაძლოა, დღის წესრიგში აღარ დადგეს.