ბიძინა ივანიშვილი:    რეგიონულ ენებთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს

ბიძინა ივანიშვილი: რეგიონულ ენებთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს

უმცირესობის ენებს მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ შენარჩუნდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "როუზ-როსის" სემინარზე კითხვა-პასუხის დროს განაცხადა , როდესაც სომეხი წარმომადგენლის კითხვას გამოეხმაურა. 

ივანიშვილის განმარტებით, ამის ვალდებულება ქვეყანას ევროსაბჭოს წინაშეც აქვს. "თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ სომხურ ენას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ეთნიკური სომხები მაქსიმალურად ახერხებენ შეინარჩუნონ ენა", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, რეგიონალურ ენებთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს რაც შეეხება, ამ ვალდებულებებზე საქართველო უარს არ იტყვის, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

პრემიერი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით რეგიონულ ენებთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს, უბრალოდ, მისი თქმით, ცუდი ის არის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენა ცუდად იციან, განსაკუთრებით რეგიონებში და, როგორც პრემიერი აცხადებს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს და ამით საფუძველი შეიქმნება, რომ მათი მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს.