პავლე კუბლაშვილი:    პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით შესაძლოა, პარლამენტში აღარ მივიდეს

პავლე კუბლაშვილი: პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით შესაძლოა, პარლამენტში აღარ მივიდეს

ყოველწლიური ანგარიშით, პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის თაობაზე "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის გუნდის წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა. 

"არ ვიცი როდის მივა პრეზიდენტი პარლამენტში. ეს საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას. შეიძლება არც მივიდეს. მას ასეთი ვალდებულება აღარ აქვს", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პავლე კუბლაშვილმა.

პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით წელს პარლამენტში არ გამოსულა. მიხეილ სააკაშვილმა ყოველწლიური ანგარიში 8 თებერვალს დიპლომატიურ კორპუსს და მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტის სასახლეში გააცნო.