საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევას აღარ შეეცადოს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 89 სჭირდება, უმრავლესობა ამას მარტივად მოახერხებს, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა, რამდენად შეიძლება ორივე საკითხის გატანა.
"შესაძლოა, გავიტანოთ მარტო სასამართლო რეფორმა და უარი ვთქვათ ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმაზე. ჯერ პარლამენტი ამაზე მსჯელობას, ვეტოს დაძლევის პრობლემა კი არ არსებობს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.