ბიძინა ივანიშვილი:    არც ერთ განცხადებაში არ გამიკეთებია პირდაპირი აქცენტი, რომ წინა ხელისუფლება ტერორისტებთან თანამშრომლობდა

ბიძინა ივანიშვილი: არც ერთ განცხადებაში არ გამიკეთებია პირდაპირი აქცენტი, რომ წინა ხელისუფლება ტერორისტებთან თანამშრომლობდა

არც ერთ ჩემს განცხადებაში არ გამიკეთებია პირდაპირი აქცენტი, რომ წინა ხელისუფლება ტერორისტებთან თანამშრომლობდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "როუზ როსის" სემინარზე გიორგი ბარამიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მან ეჭვი გამოთქვა, ხოლო ეჭვის საფუძველი მისთვის არსებობს.

"ამას მტიკიცებულების ფორმა არა აქვს. ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, ბევრი გაუგებარი რამ მოხდა ლაფანყურში. ეჭვის საფუძველი გამაჩნია, თუმცა ეჭვი არ არის მტკიცებულება. თქვენი დარწმუნება ვიცი, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს განცხადებები არ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს გლობალურად არც ერთ სახლემწიფოსთან, რამეთუ, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სამართლიან გარემოში და სიმართლეზე იყოს დაფუძნებული ჩვენი მოღვაწეობა" , – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყანა დაზიანდება იმ შემთხვევაში, თუ მართლაც იყო ტერორიზმთან დაკავშირებული ფაქტები და ამას გამოიძიებს არა საქართველო, არამედ მესამე სახელემწიფო.

"მაგრამ თუ ჩვენ ვიძიებთ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვაკრიტიკებთ და ეს ჩვენთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად იმუშვებს ქვეყნის იმიჯზე" – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" აგვისტოს ომთან დაკავშირებით საზოგადოებას სრულიად სხვა ვერსიას სთავაზობს, თუმცა ტალიავინის გამოძიება "ნაციონალური მოძრაობისეული" ვერსიისგან ძალიან განსხვავდება.

"მთელმა მსოფლიომ გაიგო ტალიავინის გამოძიებიდან თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. აბსოლუტურად განსხვავებული ვერსია გაგაჩნიათ თქვენ და განსხვავებულს უმტკიცებთ მოსახლეობას. ამით გარწმუნებთ თქვენ ვერ აამაღლებთ ქვეყნის იმიჯს", – აღნიშნა ივანიშვილმა გიორგი ბარამიძის საპასუხოდ.