ბიძინა ივანიშვილი:   დიდი იმედი აღარ მაქვს, რომ ერთ-ერთ მინისტრთან ურთიერთობის დალაგებას მოვახერხებთ

ბიძინა ივანიშვილი: დიდი იმედი აღარ მაქვს, რომ ერთ-ერთ მინისტრთან ურთიერთობის დალაგებას მოვახერხებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯერ ისევ არ აკონკრეტებს იმ მინისტრის ვინაობას, ვისთანაც გარკვეული შეკითხვები აქვს. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე აღარ აქვს იმედი, რომ ამ მინისტრთან ურთიერთობების დალაგება შიგნითვე მოხერხდება.

"თავის დროზე ყველაფერს გაიგებთ, ჩემი პოზიციით გაჩვენებთ გულწრფელობას და კითხვები, რომლებიც გვაქს, გარეთ გამომაქვს. თუ ეს კითხვები, ღმერთმა ქნას, პოზიტიურად გადაწყდა, იმასაც მოგიყვებით, რას ეხებოდა ეს კითხვები და ვისთან იყო; ხოლო თუ უარესად გადაწყდა, ამასაც თავის დროზე გაიგებთ. მე დიდი იმედი აღარ მაქვს, რომ შიგნითვე მოვახერხებთ ყველაფერის დალაგებას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.