ჩვენ გვინდა რუსეთი კუთხეში დავაყენოთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გვინდა რუსეთი კუთხეში დავაყენოთ, სადაც მათ არანაირი საბაბი არ ექნებათ პოლიტიკურად აგრესიულად ან საერთაშორისო მასშტაბებით დაგვესხან თავს", - აღნიშნა ალასანიამ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას სურს ისინი იმ კუთხეში დააყენოს, სადაც ქართული მხარე პოზიტიურ სიგნალებს გაუგზავნის, თუმცა სადაც განვითარების საშუალება საქართველოსაც ექნება.
"ეს არის ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ინტერვიუ სათაურით - "რუსეთს ჭკუით უნდა ვაჯობოთ", - გამოაქვეყნა.