"თავდაცვის დოკუმენტში საფრთხეების ანალიზსა და შეფასებაში ფუნდამენტალური არანაირი ცვლილება არ მომხდარა"

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "თავდაცვის დოკუმენტში საფრთხეების ანალიზსა და შეფასებაში ფუნდამენტალური არანაირი ცვლილება არ მომხდარა".

"დოკუმენტი შეიარაღებული ძალებისთვის სახელმძღვანელო იქნება, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში. ამასთან, ერთად დოკუმენტი საფრთხეების ანალიზსა და შეფასებას შეიცავს. ამ საფრთხეების ანალიზსა და შეფასებაში ფუნდამენტალური არანაირი ცვლილება არ მომხდარა, რაც ადრეც იყო ჩვენი ქვეყნის რეალობაში – რუსეთი, მათი სამხედრო ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთოხების ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს კვალაც წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ჩვენი თავდაცვის დოქტრინაც და სტრატეგიაც საფრთხეებზეა მორგებული, ამიტომ თვისობრივი ცვლილება არ არის. ერთადერთი, რაც ჩვენს მიერ პრემიერთან დისკუსიებისას შეთანხმების შემდეგ დაემატა, ესაა ახალი რეალობა, ის პრაგმატიზმი, რომელიც ჩვენს პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში გაჩნდა, რომ სავაჭრო და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი იწყება, რაც აჩენს ძალიან პატარა იმედს იმისა, რომ შეიძლება, პერსპექტივაში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება დაიწყოს", - განაცხადა ალასანიამ.