სახალხო დამცველი ლაფანყურის საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაში მტკიცებულებების გამოქვეყნებას გეგმავს

სახალხო დამცველი ლაფანყურის საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაში მტკიცებულებების გამოქვეყნებას გეგმავს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ლაფანყურის საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაში მის ხელთ არსებული ფაქტებისა და მტკიცებულებების გამოქვეყნებას გეგმავს.

სახალხო დამცველმა ლაფანყურის სპეცოპერაციაზე გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ამაზე საჭიროა აუცილებლად გამოძიების ჩატარება. არის საქმეებში ფაქტები, რომლებიც ჩვენს ანგარიშში არ არის შესული. ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება, თუ გამოძიება არ დაიწყება და კონკრეტული შედეგი არ დაიდება, ჩვენ ამ ფაქტებისა და მტკიცებულებების გამოქვეყნებას დავიწყებთ, რომლებიც კიდევ უფრო დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი და ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნებია და გამოძიება საჭირო და აუცილებელია", - განაცხადა ნანუაშვილმა.