"პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდის ნაწილი მიყვებიან რაღაც სახელმძღვანელოს, როგორ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები"

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის ნაწილი მიყვებიან სახელმძღვანელოს, როგორ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები".

ასე გამოეხმაურა ბოკერია პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ "შესაძლოა, ტერორისტები საქართველოში გადიოდნენ მომზადებას"

"პრემიერი და მისი გუნდის ნაწილი რაღაც სახელმძღვანელოს მიყვებიან, როგორ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები ოპონენტებების დისკრედიატაციის პროცესში. ეს არის თავი ნომერი ერთი, დავაბრალოთ ომის დაწყება საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. თავი ნომერი ორი, დავაბრალოთ საქართველოს მაშინდელ მთავრობას ტერორიზმის მფარველობა და ტერორიზმის ხელშეწყობა. შემდეგი თავები ალბათ, არის ქიმიური და ბირთვული იარაღის შექნა საქართველოს მხრიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერს არ ესმის მთავარი რამ, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებით ზიანდებიან არა მისი ოპონეტნები, არამედ პირდაპირ საფრთხე დგება საქართველოს ინტერესების, რადგან ასეთი განცხადებების შემდეგ ჩვენს არაკეთილმოსურნეს, ნებისმიერს მათ შორის ერთ–ერთ სპეციფიურს, რომელიც ამ წლების განმავლობაში უსაფუძვლო ბრალდებებს ისროდა, უძლიერდება პოზიციები, ხვალ და ზეგ ახალი ხელისუფლების პირობებში თავდასხმის, ჯერ პროპაგანდიტული თავდახმის და შემდეგ პოტენციურად უკვე ღია აგრესიის განხორციელებისთვის საქართველოს წინააღმდეგ. მე არ ვიცი ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები რით არის გამოწვეული. ეს არის მხოლოდ სიძულვილი პოლიტიკური ოპონენტების, თუ ილუზია, რომ ასეთი ნაბიჯების შედეგად რუსეთის გულს მოვიგებთ და საქართველო რამეს მიიღებს. თუ ეს უკანასკნელია მიზეზი, მაშინ ეს უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილობაა. რადგან ყველას შეუძლია გადახედოს საქართველოს ისტორიას პრეზიდენტ სააკაშვილამდე ან გადახედოს მეზობელი ქვეყნების გამოცდილებას და ყველამ იცის, რომ ასეთ შეთამაშებას არსად არ მოუტანია დადებითი შედეგი", - განაცხადა ბოკერიამ.