"საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ როგორ ატარებს საქართველო დემოკრატიულ არჩევნებს"

ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პიტერ იან ლანგენბერგის განცხადებით, "საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ როგორ ატარებს საქართველო დემოკრატიულ არჩევნებს".

ამის შესახებ ლანგენბერგმა ნაძალადევის რაიონის 25-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მნიშვნელოვანია არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარება, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. მნიშვნელოვანია აგრეთვე ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებიც მიდიან საარჩევნო ყუთთან და საკუთარ არჩევანს აკეთებენ. ამ შემთხვევაში მათი მაღალი გამოცხადება კარგი ნიშანია იმისა, თუ რა სურს ხალხს. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ როგორ ატარებს საქართველო დემოკრატიულ არჩევნებს. ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ ვიმყოფებით აქ. ჩვენ ერთად ვაკვირდებოდით წინა არჩევნებს და პირობას გაძლევთ, რომ შემდეგ არჩევნებსაც დავაკვირდებით", - განაცხადა ლანგენბერგმა.