ამერიკელმა კომპოზიტორმა ჯორჯ გერშვინმა, იმ დროისათვის, როცა უკვე მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა, უეცრად გადაწყვიტა რომელიმე თანამედროვე ხელოვანთან კომპოზიცია შეესწავლა.
გერშვინი პარიზში გაემგზავრა. იქ მან მიმართა განთქმულ ფრანგ კომპოზიტორს მორის რაველს. რაველმა გაკვირვებით შეხედა პატივცემულ სტუმარს:
- მე შემიძლია ჩაგიტაროთ რამდენიმე გაკვეთილი, მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვათ, რად გინდათ გახდეთ მეორეხარისხოვანი რაველი, როდესაც თქვენ უკვე პირველხარისხოვანი გერშვინი ხართ?