უბედური შემთხვევა

უბედური შემთხვევა

2013 წლის 23 აპრილს, უბედური შემთხვევის გამო მდინარე ალაზანში დაღუპული სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) მესაზღვრე, მასტერ სერჟანტი ალეკო მინდიაშვილი, რომლის ცხედარი წყალმა გაიტაცა და მდინარის ძლიერი დინებისა და უამინდობის გამო, მისი პოვნა დიდი ხნით ვერ მოხერხდა, მესაზღვრეებმა 30 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს .

უბედური შემთხვევა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მოხდა.

სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, სამაშველო სამსახურები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა.

შსს სასაზღვრო პოლიცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.