რიჩარდ ნორლანდი:   აშშ მზად არის, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობები გააფართოვოს

რიჩარდ ნორლანდი: აშშ მზად არის, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობები გააფართოვოს

დიპლომატებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მოვისმინოთ, - ამის შესახებ დიპლომატებისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.

მისი თქმით, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობები გააძლიეროს და გააფართოვოს.

"მინისტრმა შეხვედრაზე გაგვაცნო, რომ მას ჰქონდა ბრიუსელში კარგი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების მდივან ჯონ ქერისთან. ეს არის სასარგებლო შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის", - აღნიშნა ელჩმა.

რაც შეეხება დიპლომატებისა და მაია ფანჯიკიძის შეხვედრას, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.