ბოდიში მოიხადეს

ბოდიში მოიხადეს

ვაიმარის ნაციონალურ თეატრში შექსპირის ერთ-ერთი პიესა იდგმებოდა. დარბაზი უკვე იმყოფებოდა მოვლენების ტყვეობაში, როცა კაპელდინერმა დაგვიანებულ მაყურებელთა ჯგუფი შემოიყვანა და ადგილები მიუჩინა.

 

ამ დროს სცენაზე გამოჩნდა ახალი შემსრულებელი და პარტნიორმა მას ბრძანებლური ტონით მიმართა: - ვინ ხართ? საიდან მოხვედით?

 

შეცბუნებულმა დამგვიანებლებმა უმალ უპასუხეს დარბაზიდან: ჩვენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან ვართ, ავტობუსს გზაში ძრავა დაუზიანდა!..