კახი კალაძე - ვამაყობ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლით

კახი კალაძე - ვამაყობ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლით

ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

"ვამაყობ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ქალაქ სტრასბურგში. ბატონმა ბიძინამ თავისი სიტყვით დაადასტურა, რომ "ქართული ოცნება" მტკიცედ ადგას თავისი დაპირებების ასრულების გზას. ვერავითარი გარეშე პროცესი ვერ შეაჩერებს საქართველოში სამართლიანობის აღდგენისა და ქვეყნის აღორძინების საქმეს. სტრასბურგის მაღალი ტრიბუნიდან პრემიერმა ხაზი გაუსვა არა მხოლოდ ჩვენს სამომავლო გეგმებსა და ხედვებს, არამედ იმ შედეგებსაც, რასაც ახალმა მთავრობამ უკვე მიაღწია თავისი საქმიანობის მცირე დროში. ქართველი ხალხი ძალიან მალე იგრძნობს ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო მეტ შედეგს და ერთად ავაშენებთ უკეთეს საქართველოს", - აცხადებს კახი კალაძე.