საპატრიარქო სინოდის სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო სინოდის სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაექვემდებარა.

აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სხდომას უწმინდესი ხელმძღვანელობდა.

"განხილულ იქნა ორი საკითხი: მღვდელმთავართა მოხსენებები ეპარქიებში არსებულ მდგომარეობებზე და ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითის (ტიკარიძის) თხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით. წმ. სინოდმა დააკმაყოფილა მეუფე დავითის სურვილი მის ნაცვლად ბოდბის ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი). მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია კი, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, კვლავაც კათოლიკოს-პატრიარქს დაექვემდებარა", - აღნიშნულია სხდომის ოქმში.