ბიძინა ივანიშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის აპარატიდან აცნობეს , გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში, სადაც ის სპეციალური მიწვევით იმყოფება. საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დღეს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო "კანონპროექტს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების თაობაზე".
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს.
დღესვე ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს, ნატაშა ვუკოვიჩს ევროპის სასახლეში შეხვდა. შეხვედრას ქართული დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.