"აფხაზ და ოს ძმებს ხელს შევუწყობთ, რომ მათ ჩვენთან ერთად უზრუნველყონ საკუთარი უფლებები"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, "აფხაზ და ოს ძმებს ხელს შევუწყობთ, რომ მათ ჩვენთან ერთად უზრუნველყონ საკუთარი უფლებები".

ასე გამოეხმაურა ჩიქოვანი PACE-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ალექსეი პუშკოვის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ევროპის საბჭოს მუშაობაში ჩაერთონ.

"პრემიერი არის საქართველოს მთავრობის მეთაური, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება, იყოს საქართველოს დელეგაციაში წარმოდგენილი. ამის შესაძლებლობა ნამდვილად ძნელად წარმოსადგენია ამ ეტაპზე, მაგრამ ეს არ შეიძლება, სპეკულაციის საგანი გახდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და აფხაზ და ოს ძმებს ხელს შევუწყობთ, მათ ჩვენთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყონ საკუთარი უფლებები", - განაცხადა ჩიქოვანმა.