რიკი მარტინი ჩე გევარას როლში

რიკი მარტინი ჩე გევარას როლში

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პუერტო-რიკოელი მომღერალი რიკი მარტინი მონაწილეობას მიიღებს მიუზიკლი “ევიტას” ახალ დადგმაში. ამ სპექტაკლს რეჟისორი მაიკლ გრანდეიჯი დადგამს. მისი პრემიერა 2012 წლის 15 მარტს ნიუ-იორკის თეატრ “Marquis”-ში გაიმართება.

 

რიკი მარტინი ჩე გევარას როლს შეასრულებს. ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, მომღერალმა რეპეტიციები უკვე დაიწყო. ცოტა ხნის წინ მარტინმა დაასრულა მსოფლიო საგასტროლო ტურნე, რომელიც მისი ბოლო სტუდიური ნაშრომის “Musica + Alma + Sexo”-ს გამოსვლას ეძღვნებოდა.

 

მიუზიკლი “ევიტას” ავტორები კომპოზიტორები უებერი და ტიმ რაისი არიან. მისი მსოფლიო პრემიერა 1978 წლის 21 ივნისს ლონდონის “Prince Edward Theatre”-ში გაიმართა. აშშ-ში მისი პირველი ჩვენება 1979 წლის 25 სექტემბერს ბროდვეიზე შესდგა.

 

მიუზიკლი დაფუძნებულია წიგნზე “The Woman With The Whip”. მისი მთავარი მომქმედი პერსონაჟი არგენტინის ყოფილი პირველი ლედი ევა პერონია.

 

1996 წელს მსოფლიოს კონოეკრანებზე გამოვიდა სურათი “ევიტა”. მასში მთავარ როლებს პოპულარული მომღერალი მადონა (ევა პერონი) და მსახიობი ანტონიო ბანდერასი (ჩე გევარა) ასრულებდნენ.