"ის, რაც პრემიერ-მინისტრმა დღეს სტრასბურგში ჟურნალისტებთან განაცხადა, სრული სიცრუეა"

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, "ის, რაც პრემიერ-მინისტრმა დღეს სტრასბურგში ჟურნალისტებთან განაცხადა, სრული სიცრუეა".

მანანა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც მან ევროსაბჭოს საპარლამნეტო ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გააკეთა. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თითქოს, მასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა ის, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" მისია და პრეზიდენტი ამას საჯაროდაც იტყოდა.

"მინდა, პრეზიდენტის სახელით განვაცხადო, რომ მსგავსი საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არ ყოფილა და ის, რაც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სრული სიცრუეა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.