"ქუთაისს ახლა ჰყავს დეპუტატი, რომლის ერთადერთი ფუნქცია პარლამენტში, თითის დაჭერაა"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქუთაისს ახლა ჰყავს დეპუტატი, რომლის ერთადერთი ფუნქცია პარლამენტში, თითის დაჭერაა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაღდათისა და სამტრედიის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ქუთაისს ჰყავს დეპუტატი დღეს, რომლის ერთადერთი ფუნქცია პარლამენტში არის, რომ როცა გამოიტანენ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხს, ის დააჭერს თითს და მერე ალბათ, მიიღებს თავის ანაზღაურებას ფულადს და წავა სახლში. მე არ მინდა, რომ დასავლეთ საქართველომ დაკარგოს პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია. დღეს დასავლეთ საქართველოდან ამ ინსტიტუტის წაღება ნიშნავს, რომ ბევრად ნაკლებად მოუსმენენ ხალხს. ჩვენი შვილების მომავლიდან გამომდინარე, დღეს მთავრობას აქვს საკმარისზე მეტი ხმები გაიტანოს რომელიმე კანონი, დანიშნოს ვინც უნდა, გადალახოს პრეზიდენტის ვეტო, მაგრამ არ აქვს საკმარისი ხმები იმისთვის, რომ დასავლეთ საქართველო და ეს მნიშვნელოვანი ცენტრი დატოვოს პოლიტიკური ცენტრის გარეშე", - განაცხადა სააკაშვილმა.