ბიძინა ივანიშვილი:    პრეზიდენტს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვაღიარებინე, რომ

ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვაღიარებინე, რომ "რუსთავი 2" მას ეკუთვნის

სააკაშვილმა უნდა თქვას, რომ "რუსთავი 2" მას ეკუთვნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტს ერთ-ერთ შეხვედრაზე "აღიარებინა", რომ "რუსთავი 2" მას ეკუთვნის.

"სააკაშვილს ეს ჩემთან მესამე შეხვედრაზე ვაღიარებინე. ვუთხარი, თვალებში შემომხედე და მითხარი, ხომ შენია "რუსთავი 2"-მეთქი. მითხრა, ჩემიაო. საჯაროდ გამოდი და თქვი-მეთქი. დამპირდა, რომ იტყოდა საჯაროდ. შეგიძლიათ, შეახსენოთ. სააკაშვილმა საჯაროდ უნდა თქვას, რომ "რუსთავი 2" მას ეკუთვნის", - აღნიშნა ივანიშვილმა.