"ამის აუცილებლობა როცა დადგება, ეკლესია თავის სიტყვას იტყვის"

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებით, საკითხებზე, რომელზეც ეკლესიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, კვლავ მსჯელობის აუცილებლობა არ არსებობს.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს იმ კითხვების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ID ბარათის და თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების მდგომარეობას შეეხებოდა.

"ჩვენ, როგორც წესი, სინოდზე მრავალ საკითხზე ვსაუბრობთ. არის საკითხები, რომლებიც მოისმინეთ და რომელზეც სინოდმა დადგენილება მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, რომელთა მიმართაც ეკლესიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, არ არსებობს აუცილებლობა, კვლავ და კვლავ ერთი და იგივე საკითხზე მსჯელობისა. როცა დადგება ამის აუცილებლობა, ეკლესია თავის სიტყვას იტყვის", - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.