გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა

გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა

სინოდის განჩინებით გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა განუცხადა.

"სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა ბოდბელი მთვარეპისკოპოსის, ყოველად უსამღვდელოესის დავითის თხოვნას. მან ითხოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გასვლა. სინდომა ამ საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, დაკმაყოფილდეს უსამღვდელოესის დავითის თხოვნა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, ხოლო გამოთავისუფლებულ კათედრაზე, ბოდბის ეპარქიის კათედრაზე, გადაწყდა დაინიშნოს ყოვლად უსამღვდელოესი ეპისკოპოსი იაკობი იაკობაშვილი, ხოლო ეპარქია, რომელსაც მანამდე იკავებდა იაკობი, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია, შეუერთდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიას", - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.