ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, უფრო მეტი დრო დახარჯონ და რჩევებით დაეხმარონ

ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, უფრო მეტი დრო დახარჯონ და რჩევებით დაეხმარონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, უფრო მეტი დრო დახარჯონ და რჩევებით დაეხმარონ.

ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კითხვის – "რა არის თქვენი პოლიტიკური გუნდის ყველაზე დიდი შეცდომა ოპონენტებთან მიმართებაში?" საპასუხოდ განაცხადა.

"თქვენს შეკითხვაში უკვე ჩანს, რომ კრიტიკა ორივე მხრიდან ისმის. პოზიციასა და ოპოზიციას შორის ჩვენი დღევანდელი ურთიერთობები ზოგადი რიტორიკის მაგალითზე მოიყვანეთ და ჩვენ ამაში არ გეთანხმებით. კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტი დრო დახარჯოთ და დაგვეხმაროთ თქვენი რჩევებით. ეს არ არის ზოგადი რიტორიკის დონეზე, ოპოზიცია მუდამ აკრიტიკებს ხელისუფლებას. გარწმუნებთ, რომ ჩვენ, მე პირადად და ნებისმიერი ჩემი მიმართვა საზოგადოებისადმი ცალმხრივად არის მიმართული, რომ ჩვენ მოვახერხოთ და ვითანამშრომლოთ ოპოზიციის მაქსიმალურ ნაწილთან, რაც არც ისეთი მარტივია, გარწმუნებთ. ჩვენი ურთიერთობებისთვის კიდევ ერთხელ მოგმართავდით, რაც მეტი დამკვირვებელი იქნება, უფრო კარგია. ჩამობრძანდით, ყველა პირობას შეგიქმნით, რომ დაკვირვება აწარმოოთ. ჩვენ ყველა მცდელობა გვაქვს, მაგრამ ალბათ, რიტორიკულია, რომ ოპოზიციის მიმართ გვაქვს პრეტენზია, რომ ისინი ვერ იცვლიან საკუთარ ხელწერას და მოსახლეობასთან გაუგებარ ენაზე საუბრობენ, რაც აღვივებს აგრესიას. პირად შეხვედრებში სააკაშვილთან თუ სხვებთან, ყოველთვის ვეუბნებოდი და ახლაც ვუმეორებ, რომ ისაუბრონ მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე. რამეთუ ის ხშირად სიცრუეზეა დაფუძნებული. მათ ასეთი ქცევებით წააგეს არჩევნები და ნაცვლად იმისა, რომ ქმედები შეიცვალოს, ისინი კვლავ იგივეს აგრძელებენ", - განაცხადა ივანიშვილმა.