"აფხაზეთის რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება.

ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ნებისმიერი გზა დამატებით საშუალებებს ქმნის და პერსპექტივაში ეს რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება, მე დარწმუნებული ვარ ამაში. დღეს და დაჩქარებულად ალბათ, ამ პრობლემის გადაწყვეტა არ იქნება იოლი, რამეთუ ინტერესები და კითხვები არსებობს ამასთან დაკავშირებით. იყო მცდელობა ჩემი ვიზიტის დროს სომხეთში ამაზე გარკვეული რეაქცია მომხდარიყო, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოხდეს და მოხდება აუცილებლად, მაგრამ დროს საჭიროებს. დაინტერესებული მხრეების უფლებების დაცვით პირველ რიგში და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით, ეს არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება დრო და დალაგება, რამეთუ ეს ყველაფერი ახლო კავშირშია პოლიტიკასთან", - განაცხადა ივანიშვილმა.