შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ჩენ ჯიანფუს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების განვითარების გზები, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები.