სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდება

სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდება

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის, გარდაბნის მონაკვეთზე მილის დაზიანების გამო, 25 აპრილს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდება.

გაზსადენის ოპერატორი - ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებს. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე სომხეთს გაზის მიწოდება აღუდგება.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სომხური მხარე ინფორმირებულია.