შინაგან საქმეთა სამინისტროს გერმანული პოლიტიკური ფონდების დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გერმანული პოლიტიკური ფონდების დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოში გერმანული პოლიტიკური ფონდების დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონრად ადენაუერის, ფრიდრიხ ებერტის, ფრიდრიხ ნაუმანისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და ამ ურთიერთობების განვითარების გზები. ასევე განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები. მხარეებმა განსაკუთრებით  აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დიდი მნიშვნელობა, გამოთქვეს მჭდრო კოოპერაციის სურვილი და დასახეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანული პოლიტიკური ფონდების თანამშრომლობის განვითარების გზები.