ხელისუფლება საბჭოთა ანაბრების მოცულობის დადგენაზე მუშაობს

ხელისუფლება საბჭოთა ანაბრების მოცულობის დადგენაზე მუშაობს

ხელისუფლება საბჭოთა ანაბრების მოცულობის დადგენაზე მუშაობს. როგორც „პირველ რადიოს“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ განუცხადა, სპეციალურმა კომისია ამ ეტაპზე კოოპერატიული ბინათმშენებელთა საკითხით არის დაკავებული. 

„არსებობს კომისია სახელმწიფო შიდა ვალის შესახებ. ამ კომისიამ პირველ ეტაპზე კოოპერატიული ბინათმშენებელთა საკითხების შესწავლა დაავალა მუშა ჯგუფს. ამ ჯგუფმა საკითხის შესწავლა დაასრულა. ახლა კომისიას უნდა ჩააბაროს ანგარიში. ამის შემდეგ მუშა ჯგუფი ანაბრების საკითხის შესწავლას დაიწყებს“განაცხადა ებრალიძემ.