„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სუს-ის ანტიკორუფიციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმიანება.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობდა, რომ მამუკა მდინარაძის ადგილი სუს-ში არ იყო მწარედ შეცდა.
„მამუკა მდინარაძეზე თუ ვინმე ფიქრობდა, რომ სუს-ში მისი ადგილი არ იყო, მწარედ შეცდნენ. ჯერ სად ხართ კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება მოინატრონ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებისა და აგენტების გამოაშკარავება როცა დაიწყება“,- წერს ნიკოლეიშვილი.