მანანა კობახიძე:   თამარ კორძაია არის კოალიციის და ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი

მანანა კობახიძე: თამარ კორძაია არის კოალიციის და ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი

თამარ კორძაია ნამდვილად არის პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრი და მას ყველა პროცედურა გავლილი აქვს პარტიაში გასაწევრიანებლად , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს თამარ კორძაია არ იყო "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პარტიის წევრი. 

"სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა თამარ კორძაიას პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით. ის არის კოალიციისა და ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი, ის ნამდვილად არის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრი" და უკვე ერთ-ერთი აქტიური ლიდერი", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ ნაძალადევის მოსახლეობა ისეთ ღირსეულ არჩევანს გააკეთებს, როგორც ეს პირველ ოქტომბერს გააკეთა.

თავად, თამარ კორძაიამ კი ნაძალადევის მოსახლეობას მიმართა და მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა. მისივე თქმით, მოსახლეობას აინტერესებდა თუ რომელ პარტიაში იყო ის გაწევრიანებული.

"ვპირდები, თითოეულ ნაძალადეველს რომ მის გვერდით ვიქნები და ყველა იმ დაპირებას შევასრულებ, რაც ივანიშვილის გუნდმა მისცა საქართველოს და ნაძალადევს, სწორედ ამ გუნდთან ერთად შევასრულებ ყველა ამ დაპირებას", - აღნიშნა თამარ კორძაიამ.