საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები ჟურნალისტებთან საუბრისას არ აკონკრეტებენ, რა საკითხებთან დაკავშირებით იმართება წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. 

მათივე ინფორმაციით, დღის წესრიგს სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხდომის დასაწყისში წარადგენს.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, სინოდმა  ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების მდგომარეობისა და ID ბარათების თემაზეც იმსჯელოს.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება, ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში და წლის ბოლოს დეკემბერში.