თელავის აგრარულ ბაზარში დაპირისპირება მოხდა

თელავის აგრარულ ბაზარში დაპირისპირება მოხდა

თელავის აგრარულ ბაზარში წუხელ მოვაჭრეებსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა .

როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დაპირისპირება რამდენიმე მოვაჭრის დაჯარიმებამ გამოიწვია.

მოვაჭრეების თქმით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ზოგიერთი მათგანი გაფრთხილების გარეშე 500 ლარით, სასაქონლო ზედნადების არარსებობის გამო დააჯირემეს. მოვაჭრეების თქმით, ისინი პროდუქტს ძირითადად გლეხებისგან ყიდულობენ და გლეხს მათთვის სასაქონლო ზედნადების მიცემა არ შეუძლია. თელავის ბაზრის მოვაჭრეებმა, დაჯარიმების შემდეგ ბაზრის მიმდებარე მთავარი ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ მოვაჭრეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.