დავით ტყეშელაშვილს ანდრო ბარნოვი შეცვლის

დავით ტყეშელაშვილს ანდრო ბარნოვი შეცვლის

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დავით ტყეშელაშვილს შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ანდრო ბარნოვი შეცვლის.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა არსებული ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

"მე არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია ანდრო ბარნოვის ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მას ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ზურაბ ჩხაიძემ და იქვე განმარტა, რომ ანდრო ბარნოვი გუშინ ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დავით ტყეშელაშვილი საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავს.