ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში დამსაქმებლების შეზღუდვას აპროტესტებს

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში დამსაქმებლების შეზღუდვას აპროტესტებს

„კომპანიას უნდა ჰქონდეს უფლება სამუშაო საათები კვირაში 40 საათზე მეტი იყოს“

,ამერიკის სავაჭრო პალატის შეფასებით, ქართულ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ბიზნესისთვის უფრო მეტად შემზღუდველია, ვიდრე ამერიკასა თუ ევროკავშირის ქვეყნებში.

პალატა, რომელი 150–მდე მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს კომპანიას აერთიანებს, კოდექსის რამდენიმე პუნქტს ეწინააღმდეგება. მათი თქმით, კომპანიებს უნდა მიეცეთ უფლება დასაქმებულთან ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმონ.

პალატის ცნობითვე, კონტრაქტში ისეთი პუნქტის არარსებობა, რაც დასაქმებულს კონფიდენციალური ინფორმაციის კონკურენტებისთვის გამჟღავნებას უკრძალავს, ინვესტიციებისთვის შემაფერხებელი იქნება. პალატა მიიჩნევს, რომ კომპანიას უნდა ჰქონდეს უფლება სამუშაო საათები კვირაში 40 საათზე მეტი იყოს, რადგან არის სპეციფიკური სამსახურები. პალატისთვის ასევე მიუღებელია ნორმა, რომელიც კომპანიას ავალდებულებს დასაქმებულს, რომელიც 3 თვეზე მეტით აჰყავს სამსახურში, კონტრაქტი გაუფორმოს.

სავაჭრო პალატის მტკიცებით, ახალ ნორმებს უარყოფითი გავლენა ექნება დასაქმებაზე, ბიზნესის ზრდასა და ინვესტიციებზე. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა შრომის ახალი კოდექსი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.