დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში 12.00 საათზე დაიწყება და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II უხელმძღვანელებს. სხდომის დღის წესრიგი უცნობია.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, წმინდა სინოდის მიერ განსახილველი საკითხები წინასწარ არასდროს არის ცნობილი.

სხდომის მიერ მიღებული დადგენილება სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გამოქვეყნდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წლის განმავლობაში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

წმინდა სინოდის წინა სხდომა გასული წლის 21 დეკემბერს გაიმართა.