ბიძინა ივანიშვილი ‫ევრსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ‫ევრსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ‫ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეკ სავიცკის შეხვდა .

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს.

ევროპის სასახლეში გამართულ შეხვედრას ქართული დელეგაციის სხვა წევრებიც დაესწრნენ.