გიორგი დგებუაძეზე (მასტერა) წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა

გიორგი დგებუაძეზე (მასტერა) წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროს გიორგი დგებუაძეზე (მასტერა) წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

ინფორმაცია "მასტერას" ძებნისა და პირადი მონაცემების შესახებ ინტერპოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ცნობისთვის, დგებუაძე იძებნება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 144-ე პრიმა მუხლის 2-ე ნაწილის "ა" "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით (წამება) და 333-ე მუხლის 3-ე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.