კანდელაკი იმედოვნებს, რომ

კანდელაკი იმედოვნებს, რომ "საპარლამენტო უმრავლესობა ევროსაბჭოში მაინც არ ისაუბრებს არასერიოზულ რაღაცეებზე"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი იმედოვნებს, რომ "საპარლამენტო უმრავლესობა ევროსაბჭოში მაინც არ ისაუბრებს არასერიოზულ რაღაცეებზე".

ამის შესახებ კანდელაკმა სტრასბურგში, ხვალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ საპარლამენტო ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

"მე იმედი მაქვს, რომ აქ მაინც არ დაჰყვებიან უმრავლესობის წევრები ცდუნებას, რომ სიცრუის მანქანები აამოქმედონ და რაღაც არასერიოზულ რაღაცეებზე ისაუბრონ", - განაცხადა კანდელაკმა.