ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას დღეს დაგეგმილი წინასასამართლო სხდომა ერთ თვით გადაიდო

ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას დღეს დაგეგმილი წინასასამართლო სხდომა ერთ თვით გადაიდო

ციხის ბუნტის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დღეს დაგეგმილი წინასასამართლო სხდომა ერთ თვით გადაიდო.

ამის შესახებ "პირWელს" ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, წინასასამართლო სხდომა დღეს უნდა გამართული, თუმცა პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება მოითხოვა და პროცესი 22 მაისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს სასჯელაღსრულების პირველ, მეხუთე და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.