"26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება აბსოლუტურად ლოგიკურად გიორგი მარგველაშვილს დაევალა"

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება აბსოლუტურად ლოგიკურად ვიცე-პრემიერს გიორგი მარგველაშვილს დაევალა.

ამის შესახებ ალასანიამ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კომენტირებისას განაცხადა.

"მე განვაცხადე, რომ 26 მაისს აუცილებლად იქნებოდა სამხედრო კომპონენტი. გვინდა, რომ მთლიანად ამ დღეს საერთო სახალხო ზეიმის ფორმა ჰქონდეს, მათ შორის რეგიონებშიც. გიორგი მარგველაშვილს დაევალა ამ ღონისძიებების კურირება, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია", - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების საორგანიზაციო კომისია შეიქმნა, რომელიც მინისტრთა კაბინეტით დაკომპლექტდა.

როგორც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, კომისიის შექმნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ კომისიას ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. შემდგენლობაში კი შედიან, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი კოკა ყანდიაშვილი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ირაკლი მელაშვილი.