ზაქარია ქუცნაშვილი:    საზოგადოებაში შიშის მოხსნის შემდეგ NDI-ს კვლევები უფრო სანდო გახდა

ზაქარია ქუცნაშვილი: საზოგადოებაში შიშის მოხსნის შემდეგ NDI-ს კვლევები უფრო სანდო გახდა

საზოგადოებაში შიშის მოხსნის შემდეგ NDI-ს კვლევები უფრო სანდო გახდა, - ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გააკეთა. 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საზოგადოებაში შიშის ფონი იყო ძალიან მაღალი და NDI_ს კვლევები რეალობას არ ასახავდა.

"ახალი ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით "გიჟი თავისუფალია". ახლა როდესაც მოიხსნა ძალადობრივი ფონი, რაზეც 19 აპრილის აქციაც მიუთითებს, რომ არავის ვუშლით ხელს, როცა უნდა ახტეს სცენაზე და როცა უნდა ჩამოხტეს, ეს კვლევები უფრო რელევანტური გახდა", - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი. 

მისივე თქმით, რაც შეეხება პერსონების რეიტინგებს, ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ 2-3%-ით რეიტინგების მერყეობა, რეალურ სურათს არ ცვლის.