ახალაიები ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან

ახალაიები ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია და "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან.

როგორც "პირWელისთვის" გახდა ცნობილი, აღნიშნული საკითხის განხილვა უკვე მიმდინარეობს და ახალი ძალა საზოგადოების წინაშე ოქტომბრამდე წარსდგება.

"ახალი ძალის შექმნის შესახებ შიდა კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ. წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება. სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის ახალი ძალა შეიქმნება, რომელსაც სათავეში ახალაიები მათ თანამოაზრეებთან ერთად ჩაუდგებიან", - განუცხადა "პირWელს" წყარომ.

იქედან გამომდინარე, რომ ახალაიებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, "პირWელი" ინფორმაციის გადასამოწმებლად მათთან დაახლოებულ პირს, უფლებადამცველ თეა თუთბერიძეს დაუკავშირდა.

თუთბერიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისთვის მსგავსი არაფერია ცნობილია.

"ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი ვიცი, თუმცა მომავალში რა მოხდება, შეიქმნება თუ არა პარტია, ჯერ არავინ იცის. შესაძლოა, შეიქმნას ბევრი პოლიტიკური გაერთიანება, ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა თუთბერიძემ.

ამასთან, "პირWელი" დათა ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნულზე არაფერი სმენია.